სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება

სკოლებში რამდენჯერმე გადავადებული პროცესი დაიწყო.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში გრიფირებული სახელმძღვანელოები რიგდება. გრძელდება იმ წიგნების ბეჭდვაც, რომლებსაც გრიფი გაჭიანურებული პროცედურების გამო დაგვიანებით მიენიჭათ.

ახალი სასწავლო წლიდან ვიზუალურად და შინაარსობრივად განახლებული წიგნებით მოსწავლეებს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ასწავლიან. პარალელურად განათლების სამინისტრო იკვლევს, რა გახდა გრიფირების პროცესის წლობით გახანგრძლივების მიზეზი და ხომ არ ჰქონდა კანონდარღვევებს ადგილი.

შიდა აუდიტის დასკვნა თვის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.