სოციალური სამსახურის სისტემის გამოწვევა

4 წლის გოგონას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანამშრომლების წასვლა გრძელდება.

უწყებაში მასშტაბური რეორგანიზაცია მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შიდა აუდიტმა მცირეწლოვნის გარდაცვალების საქმეზე სოციალური მუშაკების პასუხისმგებლობა გამოკვეთა, ჯანდაცვის სამინისტრომ სისტემის რეფორმირებაზე აქტიურად დაიწყო მუშაობა.

დაანონსებული ცვლილებების ფონზე სააგენტოს ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომლები რეორგანიზაციის პროცესში მომსახურების ხარისხის გაუარესების საფრთხეზე საუბრობენ.

ანალოგიურ რისკებზე მიუთითებს საპარლამენტო ოპოზიციაც, რომელიც მინისტრს პარლამენტში იბარებს.