სკოლების პედაგოგებთან ერთად, ბაღების აღმზრდელების ხელფასების გაზრდაც იგეგმება. სკოლამდელ დაწესებულებებში თამაშზე მორგებული სწავლების პრინციპების დანერგვაც იწყება.
ბაღებში მოსალოდნელი სიახლეები შარშან დაწყებული რეფორმის ნაწილია, რომელიც განათლების სამინისტრომ დღეს შეაჯამა.
რეფორმის მომდევნო ეტაპზე ცვლილებები დაანონსდა სკოლებშიც. მათ შორის არის დისტანციური სწავლების მოდელი, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე, კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის დამკვიდრება.
სიახლეა მოსალოდნელი სახელმძღვანელოების მიმართულებითაც. წიგნების შექმნის პროცესში სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვასაც აპირებს.