განათლების რეფორმა

ცნობილია განათლების სფეროს რეფორმის კიდევ ერთი მიმართულება. საუბარია ინფრასტრუქტურულ ნაწილზე.

გეგმაშია სკოლების და პროფესიული სასწავლებლების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ავარიული შენობები კი დემონტაჟს დაექვემდებარება და მათ ნაცვლად ახალი სასწავლო დაწესებულებები აშენდება. სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სამინისტროს 80 მილიონამდე ლარი აქვს გამოყოფილი.

პროცესში ინფრასტრუქტურის სამინისტროც ჩაერთვება.