განათლების ახალი სტრატეგია

თანამდებობაზე დანიშვნიდან ექვს თვეში, განათლების მინისტრმა სამინისტროს ახალი ხედვა წარმოადგინა.

სტრატეგიული კონცეფცია საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას მოიცავს.

აქცენტი უსაფრთხო სკოლაზე, პროფესიული სასწავლებლების პრესტიჟულობის ზრდაზე და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე კეთდება.

ხედვა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალ მოდელსაც ითვალისწინებს.