„განათლება დასაქმებისთვის“- ამ სახელწოდებით, დღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე პროგრამის მთავარ მიღწევებზე ისაუბრეს. პროგრამის ფარგლებში, გაფართოვდა საგანმანათლებლო რესურსები და დაინერგა სწავლების ინოვაციური მეთოდები, რის შედეგადაც წარმატებით განხორციელდა ცხრა პროექტი. აღნიშნული პროექტების მიზანია, განსაკუთრებით მოწყვლადმა ჯგუფებმა, მათ შორის იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც არ არიან ჩართული განათლებაში, ტრენინგსა თუ დასაქმებაში, შეძლონ უნარების ამაღლება და პროფესიული გადამზადების გზით დასაქმება.