ყვარლის რეაბილიტაციის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადების შეცვლა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
ზუსტად ორ თვეში მუნიციპალიტეტს ერთიანი კონცეფცია ექნება. 4-წლიანი პროგრამა, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია. აღნიშნული ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.