თბილისის საკრებულოსა და „თიბისი ბანკის“ ინიციატივით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა.
დაირგო კედრის 1300 მარადმწვანე ხე. გამწვანების პარალელურად, სკვერში ვარკეთილის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს მოთხოვნით, – შეჩერდეს სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა. როგორც ადგილზე მყოფმა თბილისის მერმა შეკრებილებს განუმარტა, მათ მიერ დასახელებულ ტერიტორიაზე ნებართვა კანონიერად არის გაცემული და გამწვანებასაც საფრთხე არ ემუქრება.