25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, მისი მცირეწლოვანი შვილი დაიკითხა.
სასამართლოში დაღუპული გოგონას მხოლოდ უფროსი, 7 წლის შვილი იმყოფებოდა, რომელმაც ჩვენება ფსიქოლოგის დახმარებით მისცა. ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვის გონებრივი განვითარების მიხედვით, ჩვენება შესაძლებელია ჩაითვალოს, სრულყოფილად. ასევე, ფსიქოლოგმა განმარტა, რომ მცირეწლოვნის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და ის ამ დრომდე განაგრძობს ფსიქოლოგებთან მუშაობას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ფსიქოლოგი და მოკლული გამრეკელავშილის დაც დაიკითხნენ.
თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. ბრალდებული მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა. დაკავებულია ასევე მისი ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძეც. ბრალი მას დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული.