ოქტომბერში თბილი ამინდები საქართველოში ელექტროენერგიაზე შედარებით დაბალი მოთხოვნის, შესაბამისად იმპორტის შემცირების მიზეზი გახდა. თუმცა, 10 თვის მონაცემებით, იმპორტი 15 პროცენტითაა გაზრდილი. შესაბამისად, ქვეყნიდან მნიშვნელოვანი ოდენობის თანხები გადის. ამ პირობებში კი ქვეყანაში გენერაციის ობიექტების მშენებლობა დაბალი ტემპით მიმდინარეობს. ინვესტორთა ხელშეწყობას მთავრობა ახალი ინიციატივით გეგმავს. ენერგეტიკოსები კი ამბობენ, რომ ჰესებისა და სხვა ენერგოობიექტების მშენებლობისთვის აუცილებელია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციაც.
სანდრო ჯუფალაკიანის სიუჟეტი.