ვესტმინსტერის სასახლის დარბაზში ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს. მოქალაქეების დედოფლის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პანაშვიდზე მისული მოსახლეობის რიგი სამ კილომეტრს აჭარბებს. ბრიტანეთის დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.