გამოკითხვა პოლიციის სამმართველოში

საქმე აღიძრა ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზეც, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინციდენტის მონაწილე ლუკა შველიძე, მისი დედა და სამართალდამცველი მონაწილეობდნენ. ამ წუთებში ლუკა შველიძე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზე იმყოფება. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ხეჩინაშვილში მომხდარ ინციდენტს წინ თსუ-ში დაპირისპირება უძღოდა.