ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს „ტაბულას“ მძღოლი.
დავით ჭეიშვილი მთაწმინდის განყოფილებაში დაკითხეს. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ავტომობილი და აპარატურა კი საჯარიმო სადგომზეა გადაყვანლი, ტექნიკური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი, მფლობელს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, გამთენიისას პატრულის თანამშრომლებმა პარლამენტის მიმართულებით კომპანიის მანქანით მოძრავი ოთხი ადამინი დაკითხვაზე გადაიყვანეს. ესენია „ტაბულას“ მძღოლი, პარტია „ევროპული საქართველოს“ ოპერატორი და აქციის ორი აქტივისტი, რომლებიც გახმოვანებაზე მუშაობდნენ. სამი მათგანი მანამდე უკვე გათავისუფლდა ასევე ხელწერილების საფუძველზე.