გამოკითხვა პოლიციაში

ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრების გამოკითხვა თბილისის პოლიციის ცენტრალურ სამმართველოში.

მარიამ დოლიძის გამოკითხვა სამ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. დოლიძის თქმით, მან საგამოძიებო უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა ხდებოდა 5 ივლისს „სირცხვილიას“ ოფისში. მისივე განმარტებით, ისინი ძალადობრივი მოვლენების  ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ, თუმცა ამის იმედი ნაკლებად აქვთ. უწყებაში გამოკითხვაზე „სირცხვილიას“ კიდევ ერთი წევრი იმყოფებოდა, თუმცა მან მედიასთან საუბარი არ ისურვა.