გამოხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებზე
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი – მაჟორიტარული ოლქებიდან. „არჩევნებში“ მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია და 111 მაჟორიტარი კანდიდატი. ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი – მოსკოვში, კიდევ ერთი „სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი – ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ „საკონსულოში“. საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურება.
ე.წ. არჩევნებს ოფიციალური თბილისი გმობს.