„ევროპული საქართველო“ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს დროულად მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არსებობს. პარტიის წარმომადგენელთა განმარტებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორი სრულიად მოუმზადებელია.
ამ თემაზე კომენტარი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაც გააკეთა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში ინფექციური კლინიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.