როგორ აისახება კლიმატური ცვლილებები მთათა სისტემაზე – თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოწვევის ჩვენებას ცნობილი იტალიელი მკვლევარი და ფოტოგრაფი ექსპოზიციებით ცდილობს. თბილისის ისტორიის მუზეუმში ფაბიანო ვენტურას მიერ საქართველოში და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადაღებული ფოტოები გამოფინეს. მთათა სისტემას და მასზე დროის გავლენას ავტორი უკვე წლებია იკვლევს.
ფაბიანო ვენტურას ის ფოტოები, რომლებიც იტალიელმა ფოტოგრაფმა სვანეთის ექსპედიციის დროს გადაიღო, ქარვასლის მუზეუმიდან სვანეთის ისტორიულ მუზეუმში გადაინაცვლებს. პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.