ხელოვნების სასახლის ფონდებიდან შერჩეული უნიკალური ნახატები ერთ საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს.
„ქართული სახეები“ – ასე დაასათაურეს ექსპოზიცია, რომელიც სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ შესრულებულ ცნობილი ადამიანების პორტრეტებს აერთიანებს. გამოფენაზე უცხოეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანების ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.