ქართველი მხატვრების გამოფენა

იარტ გალერეაში“ ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე, სახელწოდებით „სინათლისკენ მოძრავი სამყარო“, 90 მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენა ორ ეტაპად მიმდინარეობს. თავდაპირველად, 45 მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენის მეორე ნაწილი კი 27 აგვისტოს გაიხსნება და 28 აგვისტოს დაიხურება.