50 ქართველი მხატვრის პანო უკრაინის მხარდასაჭერად

უკრაინისადმი სოლიდარობის იდეა, რომელმაც ქართველი მხატვრები გააერთიანა.

ომში მყოფი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის და თანადგომის გამოსახატად შეიქმნა 12-მეტრიანი პანო სახელწოდებით „თავისუფლების ქალაქი“. მრავალფეროვანი ტილო საერთო გზავნილით სხვადასხვა ავტორის ნამუშევრებს იტევს.

პანო სხვადასხვა თემისა და სიუჟეტის ერთობლიობაა. „თავისუფლების ქალაქზე“ 50 ქართველი მხატვარი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. პრეზენტაციის შემდეგ ნამუშევარი უკრაინაში გაიგზავნება.