გამოფენა „მამის წერილები“ 

საგამოფენო სივრცე, სადაც უმძიმესი ისტორიები ცოცხლდება – ხვალიდან გოეთეს ინსტიტუტში ის წერილები გამოიფინება, რომლებსაც საბჭოთა რეპრესიების შედეგად სამშობლოდან გადასახლებული მოქალაქეები საკუთარ ოჯახებს უგზავნიდნენ. „მამის წერილები“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც არქივში დაგროვილ უნიკალურ მასალებს აერთიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ გადასახლებაში მყოფი მოქალაქეების წერილები ოჯახებამდე ცენზურის გავლის შემდეგ აღწევდა, დოკუმენტებში მაინც კარგად ჩანს, რამდენად სასტიკი იყო საბჭოთა სადამსჯელო სისტემა და როგორ ექცეოდა ნებისმიერს, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ წავიდოდა.

გამოფენა „მამის  წერილები“ დამთვალიერებელს საბჭოთა რეპრესიების სიმძიმეს კიდევ ერთხელ შეახსენებს.