„რევოლიუციამ თუ კი მიბრძანა!“

ფილმი ეხება საბჭოთა საქართველოში 20-30-იან წლებში მოქმედ პროლეტარ მწერალთა ასოციაციას, რომელიც ლიტერატურაში ბოლშევიკურ იდეოლოგიას უხეში მეთოდებით ნერგავდა. ამ ასოციაციის გამორჩეული წევრები იყვნენ ბენიტო ბუაჩიძე, კალე ფეოდოსიშვილი, ფრიდონ ნაროუშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, პლატონ ქიქოძე და .. მათი დახმარებით პარტია საზოგადოებაში ახალ იდეოლოგის დანერგვას ცდილობდა.

30-იან წლებში, როცა ბოლშევიკებს უკვე აღარ სჭირდებოდათ პროლეტარ მწერალთა ასეთი ხისტი პროპაგანდა, ყველა ეს მწერალი თავიდან მოიშორეს. ვინც თავგამოდებით იცავდა კომუნისტურ იდეალებს, თავად კომუნისტების მიერ აღმოჩნდა რეპრესირებული. მათი ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს, ნაწილი ციხეში ჩასვეს.

ფილმში ნაჩვენებია, თუ რა მიზეზით და როგორ ჩამოიშორეს ბოლშევიკებმა ის მწერლები და პოეტები, რომლებიც ლიტერატურაში კომუნისტების დასაყრდენად ითვლებოდნენ.

ავტორი: მიხეილ ბასილაძე, რეჟისორი: ლევან კიტია