მიხეილ ჭიაურელის სტალინიანა (პირველი ნაწილი)
სტალინის სახის კანონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი საბჭოთა კინემატოგრაფმა შეასრულა. სანიმუშო მასალას, თუ როგორ შეიქმნა მითი სტალინის, როგორც ბრძენი მასწავლებლისა და სოციალიზმის დიადი გამარჯვებების ორგანიზატორის შესახებ, მიხეილ ჭიაურელის საავტორო კინო სტალინიადა წარმოადგენს.

მიხეილ ჭიაურელს ეკუთვნის სტალინის ეპოქის კინომითოლოგიის კლასიკური ნიმუშები:

“დიადი განთიადი”, “ფიცი”, “ბერლინის დაცემა”, “დაუვიწყარი 1919 წელი”. ეს ფილმები ზუსტად ასახავენ დროის მოთხოვნებს, პარტიისა და მთავრობის, მისი ხელმძღვანელის, ამხანაგ სტალინის პოლიტიკას და გემოვნებას.

ხელოვნების არც ერთ სფეროში, არავის, ისე სრულად არ წარმოუჩენია სტალინური კლასიციზმის ესთეტიკური არსი, როგორც ეს მიხეილ ჭიაურელმა მოახერხა.

სცენარის ავტორი: არჩილ შუბაშვილირეჟისორი: ლევან ადამია.

 

დატოვე კომენტარი