1937-1938 წლების „დიდი ტერორი“

თბილისში დღეს საბჭოთა რეპრესიების ათასობით მსხვერპლი გაიხსენეს.

1937-38 წლებში დახვრეტილი, ნაწამები თუ გადასახლებული ადამიანების გასახსენებლად მოქალაქეები იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც წინა საუკუნის 30-იან წლებში მოსკოვიდან გამოგზავნილი საიდუმლო ბრძანებები და განაჩენები სრულდებოდა. ეს არის ინგროყვას 22 ნომერი, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის მიერ დასჯილი სრულიად უდანაშაულო ადამიანების უმძიმეს ისტორიებს ინახავს.