კოვიდ-პანდემიის დაწყებიდან, ხვალ პირველად, ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე გრაფიკოს გურამ დოლენჯაშვილის პერსონალური გამოფენით გაიხსნება. ექსპოზიციაზე, სხვადასხვა თემატიკაზე, ფანქრით შესრულებული 75 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. გურამ დოლენჯაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 11 ივლისამდე გაგრძელდება.