„კარგი ბიჭი“ – გალერეა „ვანდა“ ახალგაზრდა ქართველი მხატვრის პერსონალურ ექსპოზიციას მასპინძლობს.
საგამოფენო სივრცეში შაკო ხრიკულის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გალერეის ხელმძღვანელი ნახატების ავტორს სახელოსნოში ესტუმრა.
გალერეის ხელმძღვანელის სურვილია, საზოგადოებას გააცნოს მხატვარი, რომელსაც უკვე აქვს საკუთარი საინტერესო ხელწერა, ფერის არაჩვეულებრივი გრძნობა და საინტერესო ხედვა. დამთვალიერებელი ჯამში ახალგაზრდა მხატვრის 30 ნამუშევარს იხილავს.
გამოფენა გალერეა ვანდაში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.