ეროვნულ გალერეაში ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „დამზადებულია საქართველოში“, მხატვრების მიერ ბოლო წლებში საქართველოს თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა სერიაა გაერთიანებული. ნამუშევრებს შორისაა თბილისისა და ბათუმის ხედები, პორტრეტები და ქართული ანბანის სერიები. გამოფენა 9 სექტემბერს დაიხურება.