ეროვნულ გალერეაში ერეკლე მეფის უნიკალური ნივთები გამოიფინა. გამოფენა საქართველოს კულტურის მინისტრმა გახსნა. ექსპოზიციაზე ქართველი მონარქისადმი მიძღვნილი უნიკალური და ძვირფასი მემორიალური ნივთებია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილს დამთვალიერებელი პირველად ნახავს. მათ შორის არის ერეკლეს გულსაკიდი ხატი, თოფები, ხმლები, მეფის ხალათი, ხელნაწერები და წიგნები. გამოფენაზე დიდი ადგილი ეთმობა ერეკლე მეფის საბრძოლო წარმატებებს.
ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 16 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლება.