გამოფენა ეროვნულ გალერეაში

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის, ზურა აფხაზის მულტიმედიური გამოფენა „ქვების ხმაური“ გაიხსნა. ექსპოზიცია მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი ნამუშევრების კრებულს წარმოადგენს. ეს არის რიგით მე-18 მასშტაბური გამოფენა მას შემდეგ, რაც ეროვნული გალერეა კვლავ საგამოფენო სივრცედ ჩამოყალიბდა.