საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდა მხატვრის, ელენე სტურუას ნახატების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი 35-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ნახატები ძირითადად ქაღალდსა და ტილოზე ზეთის საღებავებითაა შესრულებული. მხატვრისთვის ეს რიგით მესამე პერსონალური გამოფენაა.