ბრიტანელი გრაფიტის არტისტის შემოქმედებას თბილისში გაეცნობიან.
18 ოქტომბრიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ბენქსის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ბრიტანელი ლორდის კერძო კოლექციაში დაცულ ნახატებთან ერთად, საგამოფენო სივრცე დაეთმობა ფოტოგრაფს, რომელიც ხელოვანთან 11 წლის განმავლობაში მუშაობდა. წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალიდან დამთვალიერებელი ბენქსის შემოქმედებაზე კიდევ უფრო მეტ შეიტყობს. პარალელურად, სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი ქუჩის ხელოვანების ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიცია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის 5 წლის იუბილეს ეძღვნება.