ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ვახტანგ გაბუნიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
„ძველი და ახალი“ – ეს ექსპოზიციის სახელწოდებაა, რომელზეც მხატვრის ფერწერული ტილოებია წარმოდგენილი. გამოფენის ორგანიზატორია ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ექსპოზიციას ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.