ფოტოებით გაცოცხლებული უძველესი ტრადიცია.
აჭარული ნაქარგობა ფოტოგრაფის და დიზაინერის, ირმა შარიქაძის ფოტო-ობიექტივში მოექცა. საგამოფენო სივრცეში უნიკალურ ფოტო-მასალასთან ერთად აჭარელი ქალების მიერ სამოსზე ხელით შექმნილი ნაქარგი ორნამენტებიც არის წარმოდგენილი. კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია.
ფოტოგრაფის და დიზაინერის ხუთწლიანი მუშაობის შედეგს დამთვალიერებელი ხვალიდან ნახავს. ექსპოზიცია „თიბისი კონცეფტის“ საგამოფენო სივრცეში 19:00 საათზე გაიხსნება და ეტაპობრივად განახლდება.