გამოძიება ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის გამო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

კიდევ ერთი მოთხოვნა საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოხსნაა. ოპოზიციის მტკიცებით, გუშინ მომხდარ თავდასხმაში მმართველი პარტიის მაჟორიტარიც მონაწილეობდა, რასაც დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს. ენზელ მკოიანი გროგოლ ვაშაძეს მუქარაში სდებს ბრალს და ოპოზიციას მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ხულიგნობის მუხლით ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მომხდარის გამო პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ.