წელს პირველად სომხურენოვანი სკოლების პედაგოგებს გამოცდის ჩაბარებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა ეძლევათ. მინისტრის მოადგილე და შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი პროცესის მიმდინარეობას 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნენ. აღინიშნა, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარება პედაგოგებს არა მხოლოდ სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება, არამედ ავტომატურად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.