კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციას აპროტესტებს.
საუბარია იმ წესზე, რომელიც საავადმყოფოებს ქირურგიულ პალატებში გარკვეულ ფართზე შეზღუდული რაოდენობის საწოლების განთავსებას ავალდებულებს. არგუმენტად მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება სახელდება. თუმცა, რეგულაციას დარტყმად აფასებს კლინიკების ნაწილი, რომელიც მოსალოდნელ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. წინააღმდეგობას იწვევს სტაციონარული მომსახურების მქონე საავადმყოფოების მიმართ მედ-პერსონალის გაზრდის მოთხოვნაც.
ახალი რეგულაციები სექტემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში.