პირველკლასელთა სკოლაში მიღების ახალი წესი

გადაიხედა წლების წინ შეცვლილი რეგულაცია, რომელსაც თავის დროზე საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებათ, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება ექნებათ. კანონის კიდევ ერთხელ შეცვლის მიზეზად მშობლების მაღალი მიმართვიანობა, სკოლების რაოდენობის გაზრდა და ფსიქოლოგებით ჩართულობით ჩატარებული კვლევები სახელდება, რომლის მიხედვით 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებისთვის პირველი კლასის სასწავლო პროგრამა და მეთოდოლოგია შესაბამისია. ამიტომ ეტაპობრივად, ყოველ წელს ასაკობრივი ზღვარი კიდევ უფრო გადაიწევს.

2015 წლიდან შეცვლილ კანონს მაშინვე მშობლების საკმაოდ მწვავე პროტესტი მოჰყვა. წლების განმავლობაში იყო არაერთი აქცია, რაზეც განათლების სამინისტროსგან თუ შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტიდან მუდმივად კატეგორიული უარი იყო. კანონის გადახედვის ინიციატორი განათლების კომიტეტია, რომელიც ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს.