გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა იმ ინციდენტზე ისაუბრებენ, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირდა. ასევე, ყურადღება გამახვილდება ოთხოზორიას საქმეზე და საქართველოს მოქალაქეების დაკავებებზე.