გალში IPRM-ის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა იმ ინციდენტზე ისაუბრებენ, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირდა. ასევე, ყურადღება გამახვილდება ოთხოზორიას საქმეზე და საქართველოს მოქალაქეების დაკავებებზე.

დატოვე კომენტარი