ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის 95-ე შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ერთგვარად შეაჯამებენ საოკუპაციო ზოლში მიმდინარე პროცესებს. ქართული მხარე ისაუბრებს უკანონო სამხედრო წვრთნებზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრის დაწყების წინ, მედიასთან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ.კახა ქემოკლიძის განცხადებით, უკანონო დაკავებები და სადემარკაციო სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან შეხვედრის მთავარი საკითხები იქნება.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ე. წ საზღვრის კვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ორი მოქალაქე იყო დაკავებული. ორივე მათგანი ჯარიმის სახით, 2000 რუსული რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ასევე, ქართული მხარე ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეზე, ოკუპირებული ცხინვალის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

უკვე მესამე შეხვედრაა ძალაში რჩება ევროკავშირის მიერ მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები.