გალაკტიონის უცნობი ხელნაწერი, რომელიც პოეტმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან სტუმრობისას დაწერა
დღეს ჩვენი ეთერის საშუალებით, საზოგადოება პირველად იხილავს გალაკტიონის ლექსის უცნობ ხელნაწერს. ლექსი პოეტმა 1922 წელს კახეთში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან სტუმრობისას დაწერა.
ორიგინალი ხელნაწერი, რომელსაც გალაკტიონის ხელმოწერაც ამშვენებს, კოლექციონერმა ნიკოლოზ დარსაველიძემ აღმოაჩინა. მის კოლექციაში ბევრი ექსპონატი ინახება, მათ შორის საბჭოთა ეპოქის უნიკალური ნივთები, ცნობილი ადამიანების ფოტოები და ასევე ძველი ფოტოაპარატი, რომელიც იური გაგარინის რაკეტაზე იყო დამაგრებული და რომელმაც კოსმოსიდან დედამიწა აღბეჭდა.
ნიკოლოზ დარსაველიძის საინტერესო კოლექციას ბესო გაფრინდაშვილი გაგაცნობთ.