საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძვნილი გამოფენა წარადგინა პარტია „ევროპულმა საქართველომ“. ექსპოზიციაზე პირველი დამფუძნებელი კრების წევრების და 102 წლის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადების ამსახველი ფოტოები გამოიფინა. „ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, ამ დღის მნიშვნელობა თითოელი ქართველისთვის გასააზრებელია და მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, რომლებიც მონაწილეობდნენ პროცესში და მოგვიანებით შეეწირნენ საბჭოთა რეპრესიებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მთაწმინდის პანთეონში ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი და საფლავი ყვავილებით შეამკეს. მათი განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, რადგან ქვეყნის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა დგას სამ საყრდენზე – ეს არის დემოკრატია, მომავალი ნატოში და ევროკავშირში.

„ლელო საქართველოსთვის“ პარტიის წევრები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირთებით პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. მათ დამოუკიდებლობის მიღების აქტის ამსახველი ფოტომასალა გამოფინეს და ამ ფორმით მიაგეს პატივი ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.