უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პასუხისგებაში ერთი პირია მიცემული.
გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის რეგიონში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, ტყით სარგებლობის სპეციალური ნებართვის გარეშე მოახდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო ამოძირკვა.
გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 56 ათას 993 ლარი შეადგინა.