სუს-მა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინეს.

ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოში მცხოვრები ირანის შვიდი მოქალაქე მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ჰავალას მეთოდის გამოყენებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ და დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. კერძოდ, ისინი საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ.