გიორგი გახარიას ინიციატივა, ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით, ისევ კომენტარების თემაა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს და ყოფილ პრემიერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა და გახარია მოღალატეობრივ ქმედებებში დაადანაშაულა. გახარიას მის მოკავშირეებთან დებატების გამართვას ურჩევენ უმრავლესობის სხვა წევრებიც. პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კი ბრალდებებზე პასუხს ითხოვენ.