გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს სასმელი წყლის შემოწმებასა და კონტროლს. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. ასევე, ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგენლობით ვარგისიანია,“ – წერია კომპანიის განცხადებაში.