აზერბაიჯანმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მინისტერიალს უმასპინძლა. გაერო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების რიგით მე-3 შეხვედრა ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში გაიმართა. მინისტერიალის თემა იყო ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ურბანული განვითარების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.