გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტი დუბაიში

გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი შეკრებილებს სიტყვით ხვალ მიმართავს. დღეს კი მიიღო მონაწილეობა გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა და დიდი ბრიტანეთის მეფემ.

ღონისძიება დუბაიში მიმდინარეობს.