გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში 75 წლის იუბილე და გაერო-ს დღე აღნიშნა. საიუბილეო წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიო მასშტაბის დიალოგი წამოიწყო. მსოფლიო კამპანიის მიზანია გლობალური მნიშვნელობის საკითხების კრიტიკული შეფასება და მრავალფეროვანი პერსპექტივებისა თუ შემოქმედებითი იდეების შეგროვება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო 2045 წლისთვის მოსალოდნელი რისკების და შესაძლებლობების გასაწერად.