„მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს უბიძგებს საბოლოო ომისკენ, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსული აგრესიის შემდეგ ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა,“– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს და თუ რუსეთი აგრესიაში წარმატებას მიაღწევს, გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება გათავისუფლდეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ მსოფლიო ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას“ და პროგრამას „მარცვლეული უკრაინიდან“.
სალომე ქოქიაშვილი განავრცობს თემას.